ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოთარ ჭილაძის პოეზიის სამყაროში იმოგზაურეს.
მე-9 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ოთარ ჭილაძის ლექსზე - „ადამიანი გაზეთის სვეტში“.
სასწავლო პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თიკო სინატაშვილი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილი მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა ლექსის მთავარი სათქმელი გაიაზრეს, იმსჯელეს და საკითხს ჩაუღრმავდნენ.
„საოცარი, სულისშემძვრელი, ემოციებით დატვირთული 45 წუთი“,- ასე აფასებენ გაკვეთილს სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის კრეატიულობა.
„მადლობა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თიკო სინატაშვილს. მადლობა მე-9 კლასის თითოეულ მოსწავლეს, რომელმაც ასე გულწრფელად გაითავისა სამშობლოს სიყვარული“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: