„მობილური ტელეფონი მეგობარი თუ ფარული მტერი“ - ქუთაისის N26 სკოლის მოსწავლეებს, სამი საგნის ინტეგრირებით, საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
25-02-2025

ქუთაისის N26 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და გაკვეთილებს საინტერესო სასწავლო მიდგომებითა და შემეცნებითი აქტივობებით უმრავალფეროვნებენ. 

მათ შორის აღსანიშნავია,  მე-10, მე-11 კლასებში ჩატარებული სამი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი. 

გაკვეთილი ფიზიკის (პედაგოგი ნინო გაბადაძე) ბიოლოგიის (პედაგოგი თამილა ობოლაძე), სამოქალაქო განათლების (პედაგოგი მარინე ჭელიძე) ინტეგრირებით ჩატარდა თემაზე - „მობილური ტელეფონი მეგობარი თუ ფარული მტერი“.

მოსწავლეები საკითხს ჩაუღრმავდნენ და სამი საგნის ჭრილში განიხილეს, ბევრი ახალი შეიმეცნეს და ცოდნა გაიმდიდრეს.

გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...