ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევია.
სკოლაში სტარტი აიღო ცნობილმა თამაშმა „ქვესტი“. ეს არის თამაში, რომელიც განკუთვნილია მცირე რაოდენობის ადამიანებისათვის. მოთამაშეების ამოცანაა გამოიცნონ სხვადასხვა ლოგიკური დავალებები მინიშნებების დახმარებით. გუნდში გაერთიანებული არიან მე-7, მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები.
სკოლაში სათავგადასავლო თამაშის მესამე ეტაპი გაიმართა.
კომპიუტერში ჩატვირთული ფილმის ნაწყვეტის გაშიფრვა, ბოთლში ჩამალული მინიშნების მიგნება, ბუშტებში დამალული მინიშნების ამოცნობა - ასეთი დაბრკოლებების გადალახვა მოუწიათ ჭკვიან, ნიჭიერ მოთამაშეებს. მათ წარმატებით გაართვეს თავი დავალებებს და დამსახურებული 100 ქულა მოიპოვეს.
იხილეთ ფოტოები: