დაბა სტეფანწმინდის N1 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებთან საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს
25-02-2025

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, მე-11 კლასის მოსწავლეებმა, გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების თავისებურებათა შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებთან  შეხვედრა  ჩაატარეს.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა მოზარდთა ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ემოციური ცვლილებების შესახებ, არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რაც გარდატეხის ასაკში ხვდებათ  ბავშვებს. 

შეხვედრას სკოლის მასწავლებლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ინტერაციაში და პასუხობდნენ მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...