დიდთოვლობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე არაერთ მუნიციპალიტეტში შეწყვეტილია სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი.
სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვლამდეა შეჩერებული ბათუმის საბავშვო ბაღებში.
„რეგიონში არსებული გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბათუმის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი კიდევ ერთი დღით შეჩერდება და 26 თებერვლიდან განახლდება“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
ამასთან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ხუთშაბათამდე,27 თებერვლამდეა შეჩერებული სკოლებსა და ბაღებში.