საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა არ განახლდება - აჭარის განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
24-02-2025

25 თებერვალს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ განცხადება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაავრცელა.

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვლამდე შეწყვეტილი იქნება - დეტალები

უწყების განმარტებით გაცდენილ საათებს სკოლები კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურებენ.

„რეგიონში არსებული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აჭარის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებში, 25 თებერვალს სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. სკოლები უზრუნველყოფენ გაცდენილი საათების ანაზღაურებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხვალ, 24 თებერვალს საჯარო სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო საბავშვო ბაღებიც არ იმუშვებს 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...