თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს
20-06-2018
ნოდარ ახლკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ორგანიზება სამოქალაქო განათლების კლუბმა - „აპექსი“ გაუწია.

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანსა და აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა აუტიზმთან დაკავშირებით მოსწავლეების ცნობიერების დონის გაზრდას.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203