ღების საჯარო სკოლის VI კლასში ინგლისურ ენაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა
20-06-2018
ღების საჯარო სკოლის VI კლასში ინგლისურ ენაში თემაზე-ზედსართავი სახელები და მისი ხარისხები (The adjectives and its degrees: Positive,Comparative and Superlative), შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულა 32 იყო.  

ინგლისური ენის მასწავლებელმა თამარ სამსონიძემ ჩატარებული გაკვეთილის N39 ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმებით შეფასების შედეგად 32 ქულა დააგროვა, რეფლექსია კი- 4 ქულით შეფასდა.

გაკვეთილის ხელმძღვანელი ინგლისური ენის პედაგოგი და პროგრამა  „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებელი თამარ  სამსონიძე გახლდათ. 

გაკვეთილს ესწრებოდნენ: ნუნუ ლობჯანიძე-ღების საჯარო სკოლის დირექტორის მ. შ. (თავმჯდომარე); ლამარა გოგრიჭიანი-ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წარმომადგენელი; ამირან ლობჯანიძე-საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წარმომადგენელი; ნათელა ლობჟანიძე-საბუნაბისმეტყველო მეცნიერებების კათედრის წარმომადგენელი; სოფიო ლობჟანიძე-დაწყებითი კლასების კათედრის წარმომადგენელი და ვაჟა ლობჟანიძე-ფასილიტატორი. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203