წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში
24-02-2025

წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე 2012 წლიდან აღინიშნება წელიწადში ერთხელ 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N1 საჯარო სკოლაში.

სკოლაში ყოველწლიურად ტარდება მასშტაბური ღონისძიება, რომელში ყველა კლასის მოსწავლე იღებს მონაწილეობას. ეს ტრადიცია არც წელს დარღვეულა. 

„ღონისძიება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა სიტყვით დაიწყო. უფროსკლასელებმა უმცროს მეგორებს მიულოცეს ეს დღე. შემდგომ კი სცენა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს, რომლებმაც განსხვავებული სასცენო ნომრები შეასრულეს  წაიკიტხეს ლექსები, წარმოთქვეს და გაახსენეს სხვა მოსწავლეებს ანდაზები, იმღერეს ქართულ და სომხურ ენებზე.

განსაკუთრებული იყო  მე-7 და მე-8 კლასელების მოხსენება ბიბლიის ქართულ ვერსიაზე. არაჩვეულებრივი და სასიამოვნო იყო ის ფაქტიც, რომ ამ ვერსიის ანალიზის გაკეთებისას მოსწავლეებმა ისწავლეს ლოცვა „მამაო ჩვენო“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში. 

ამასთან, ღონისძიების მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ბერნიკ ჰოვსეფიანი და სასკოლო საზოგადოებას შეახსენა ამ დღის მნიშვნელობა. აღნიშნა, რომ წიგნის ჩუქებასთან დაკავშირებით გამარული ღონისძიება წლებია სკოლის ტრადიციადაა ქცეული და მოსწავლეებს ამ ტრადიციის გაგრძელების მნიშვნელობაზე ესაუბრა.  აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები ბავშვებში წიგნის სიყვარულსა და მის მიმართ პატივისცემაის გრძნობის ჩანერგვას უწყობს ხელს.

მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - თამარა არშაკიანმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ „ეს არაჩვეულებრივი დღე აერთიანებს ყველას, ვისაც უყვართ წიგნი, ლიტერატურა და კითხვა. ვინც ცხოვრობს ამა თუ იმ წიგნის გმირთან ერთად“

სკოლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, არფინე მარიკიანმა კი კიდევ ერთხელ მიულოცა დამსწრე საზოგადოებას წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და მოსწავლეებს შეახსენა, რომ ბიბლიოთეკის კარები მათთვის ყოველთვის ღიაა.

ღონისძიება გაგრძელდა სკოლის მშობელთა კრების წარმომადგენლებისა და დამრიგებლების მიერ, რომლებიც მოსწავლეები დაასაჩუქრეს.

საზეიმო ღონისძიება დასრულდა ფოტოსესიითა და ბავშვების ღიმილიანი სახეებით და ჯოზეფ ედისონის ფრაზით - „კარგი წიგნი - ეს არის საჩუქარი, რომელიც ავტორმა უანდერძა კაცობრიობას“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...