თბილისის N39 სკოლის მე-4 კლასელებმა ინტეგრირებულ გაკვეთილზე ნამდვილი და ყალბი ამბების გარჩევა ისწავლეს
25-02-2025

თბილისის N39 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებს. პედაგოგები სწავლებისას საუკეთესო შედეგის მისაღებად სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და გარდა საგნობრივი ცოდნისა, მოსწავლეთა თვასაწიერის გაფართოებასა და მათი კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ზრუნავენ. 

ახლახან, მე-4 კლასის მოსწავლეებს მეტად საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ, რომელიც საგან - მე და საზოგადოებასთან მედიაწიგნიერების ინტეგრირებით წარიმართა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს სოციალურ მედიაზე, რეკლამაზე, ინფორმაციის გავრცელების გზებზე და ნამდვილი და ყალბი ამბების გარჩევა ისწავლეს. გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

სასწავლო პროცესს მე-4 კლასის დამრიგებელი სოფიო პირველი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...