25 თებერვალი - თბილისი წითელმა არმიამ დაიკავა - 104 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან
25-02-2025

1921 წლის 25 თებერვალი - თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ რესუბლიკაში 11 თებერვლის ღამეს შემოიჭრა.  თბილისის გარშემო რამდენიმედღიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, რომელსაც თავისუფლებისათვის მებრძოლი არაერთი იუნკერი შეეწირა, წითელი არმია დედაქალაში შემოვიდა და გაბატონდა.

საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.წინააღმდეგობა კიდევ ხუთ კვირას გაგრძელდა ,თუმცა უშედეგოდ. ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ სამოცდაათი წელი გასტანა.

„გზადაგზა ჯარისკაცები, ჯერ თითო-თითოდ შემდეგ კი ჯგუფ-ჯგუფად, თავს ანებებდნენ თავის ნაწილებს და თოფებითა და ტყვიისმფრქველებით მიდიოდნენ თავთავიანთ სოფლებში“, – ასე იხსენებდა უკან დახევის დეტალებს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...