მესტიის მუნიციპალიტეტის, ცხუმარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელშეწყობით, მხოლოდ საგაკვეთილო ცოდნის ტრანზიციით არ შემოიფარგლებიან. სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების შესაძლებლობების მრავალმხრივ განვითარებას და სწორედ ამ მიზნით, ინტელექტუალური აქტივობებიც ხშირად ტარდება, რომლებშიც სასკოლო საზოგადოების უმცროსი წარმომადგენლები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ახლახან ცხუმარის საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის“, რომელშიც მე-7-12 კლასების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ბავშვებისთვის შემეცნებით კონკურსში მონაწილეობა სახალისოც აღმოჩნდა და სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ საკუთარი შესაძლებლობებიც ბოლომდე წარმოაჩინეს;
„ცხუმარის საჯარო სკოლა წარმატებას უსურვებს თითოეულ მოსწავლეს“, - ასე გამოეხმაურა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეთა აქტივობას.
იხილეთ ფოტოები: