ბონდო როსტიაშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე სპორტულ მიღწევას აღნიშნავენ.
სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი პაპიაშვილი ბრაზილიურ სპორტის სახეობაში - ნიუ ჯუცუ საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახდა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და პატარა სპორტსმენს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„გილოცავთ, გიორგი და გვჯერა წინ კიდევ ბევრი წარმატება გელის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
აღსანიშნავია, რომ ქსნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: