„მუმლი მუხასაო, დავით“ - ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეების შთამბეჭდავი პრეზენტაცია
25-02-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის, ნიგვზარის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და  მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ცოდნის განსამტკიცებლად არაერთ თემატურ აქტივობას ატარებენ.

ახლახან, დავით აღმაშენებლის ხსოვნას ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი, შემეცნებითი აქტივობა მიუძღვნეს.

აქტივობის სახელწოდება გახლდათ: „მუმლი მუხასაო, დავით“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს დავითის ეპოქის მახასიათებლებზე, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ინფორმაცია აღმაშენებლის რეფორმების შესახებ და იმოგზაურეს ისტორიულ ლაბირინთებში.

აქტივობა შემეცნებითი და რაც მთავარია საინტერესო აღმოჩნდა, როგორც თავად მოსწავლეების, ისე დამსწრე სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...