ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს და საქართველოს ისტორიის ტრაგიკული დღე გაისხენეს, აღნიშნეს, რომ 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამყარდა კომუნისტური მმართველობა.ჩამოყალიბდა საბჭოთა სოციალისტური მმართველობა.
პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა, ხაზგასმით აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოს თვითმყოფადობის შენარჩუნება.
აქრივობას პედაგოგი ხათუნა გოგოლაური ხელმძღვანელობდა.
წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა.
იხილეთ ფოტოები: