ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ, რაც მოტივაციასა და შემართებაზე აისახება.
სახალისო აქტივობებით განსაკუთრებით განებივრებულნი არიან დაწყებითი კლასების მოსწავლეები.
მე-2 კლასელმა ლილემ ახლახან პირველი პრეზენტაცია გამართა, როგორც მასწავლებელი გვიყვება ცოტა ღელავდა, მაგრამ დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვა თავი.
„უწერის საჯარო სკოლის მოსწავლემ - პატარა ლილემ, რომელიც მეორე კლასშია, პირველად გააკეთა საკუთარი დავალების პრეზენტაცია. ცოტა ღელავდა, ისეთი ჭკვიანია დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული იქნება ცხოვრებაში“,- გვეუბნება მოსწავლის პედაგოგი და ახარებს მე-2 კლასელის შემართება.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: