ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეების ფილმს ფესტივალზე ჟიურის სპეციალური დიპლომი მიენიჭა
20-06-2018
ევროპულ სკოლაში საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა-2018“ ჩატარდა.
მასში 18 წლამდე ასაკის მოზარდები როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან მონაწილეობდნენ.
სულ ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 60 მოკლემეტრაჟანი (7 წუთამდე) ფილმი იყო წარდგენილი.
კონკურსს საერთაშორისო ჟიური აფასებდა, რომელსაც ცნობილი ქართველი კინორეჟისორი - რამაზ (ბუბა) ხოტივარი ხელმძღვანელობდა.
ფესტივალზე ჟიურის სპეციალური დიპლომი ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილ ფილმს მიენიჭა. მისი სახელწოდება გახლავთ-„გოგო“.
ფილმის შექმნაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები: ქეთევან ჩინჩალაძე, სალომე გელაშვილი, შოთა გელაშვილი და პაატა გელაშვილი. ტექნიკურ დახმარებას კი სკოლის მასწავლებელი თამაზი კაპანაძე უწევდა.