პატარა ონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
26-02-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ონის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. 

შესაბამისად, სკოლაში წიგნის კითხვის მსოფლიო დღე გამორჩეულად აღინიშნა. მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო გაერთიანდნენ და წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები კითხვის მნიშვნელობაზე, განათლების ძალასა და გავლენაზე. ისაუბრეს საყვარელ წიგნებსა და გმირებზე. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...