სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ფიზიკა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო საგანია, რადგან პედაგოგი მათ საინტერესო და თავშესაქცევი აქტივობებით ანებივრებს.
5 თებერვალს, სკოლაში ფიზიკის კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა აქტივობა - „სახალისო ფიზიკა“.
საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ჩაატარეს სახალისო ექსპერიმენტები. აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა შესწავლილი მასალა განიმტკიცეს, ცოდნა გაიმდიდრეს და ამასთან, დრო მხიარულად გაატარეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი: შ. ბაცანაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვიდეო: