დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი საბიაშვილი გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებიში გაემზავრება.
„კიდევ ერთი FLEX-ის პროგრამის გამარჯვებული გვყავს. ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლემ, ირაკლი საბიაშვილმა კონკურსი წარმატებით გაიარა სამივე ეტაპი (ესეების, ტესტირების, გასაუბრების) და გახდა მომავლის ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX-ის) ფინალისტი. ირაკლი 2025 წლის აგვისტოდან ერთი წლით გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
სკოლის დირექციის, პედაგოგებისა და მოსწავლეების სახელით ვულოცავთ ირაკლის ამ ღირსეულ წარმატებას. ვუსურვებთ, კიდევ ბევრჯერ წარმოაჩინოს და ასახელოს მშობლიური სკოლა“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.