ფლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ტრენინგები გაიარეს
26-02-2025

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი. 

21 თებერვალს, ხაშურის ახალგაზრდული სივრცეში, მოსწავლეები Fusion 360-ის ტრენინგ კურსს შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა მიიღეს საბაზო ცოდნა 3D დიზაინის მიმართულებით. მათ შორის მოსწავლეებმა ისწავლეს 3D მოდელირების საფუძვლები. 

22 თებერვალს კი მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში, რომელიც შეეხებოდა სკოლებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების საკითხს. 

ტრენინგები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...