ხაშურის მუნიციპალიტეტის, ბეკამის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდ ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბეკამის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, ბავშვები იღებენ საფუძვლიან განათლებას და ამის დასტურია ის საკლასო საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებიც დასწავლილი თემის სიღრმისეულად გააზრებას ემსახურება.
ამჯერად ბეკამის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე განიხილეს ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“.
ბავშვებმა მოაწყვეს თემატური დისკუსია - ორი პოზიცია - ორი სამართალი, რომლის ფარგლებშიც საინტერესოდ წარმოაჩინეს როგორც ავტორისეული, ისე საკუთარი პოზიციები. იმსჯელეს, იკამათეს და ერთმანეთ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს .
„ბევრი წარმატება საყვარელ მოსწავლეებს და ბეკამის საჯარო სკოლას“, - ასე გამოეხმაურა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გაკვეთილის ფარგლებში წარმოდგენილ აქტივობას.