გორის მუნიციპალიტეტის, პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საგან „მოქალაქეობას“, რომელიც ხელს უწყობს მათი ცნობიერების, მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას და აქედან გამომდინარე, საგნის ფარგლებში წარმოდგენილი თითოეულ აქტივობას ბავშვებისთვის შემეცნებით-განმავითარებელი მნიშვნელობა გააჩნია.
ახლახან, პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს პროექტ - „ჩემი სოფლის“ პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც თანატოლებს გაუზიარეს საინტერესო ინფორმაციები მშობლიური სოფლის შესახებ და ვრცლად ისაუბრეს ყველა წინსვლასა თუ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც დღეს სოფლები დგას.
აქტივობაში მონაწილეობა პატარა მეჯვრისხევის თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო, საგანმანათლებლო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.