NAEC მასწავლებლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს - განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
26-02-2025
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროფესიული უნარების გამოცდისათვის წამყვანი ან მენტორი მასწავლებლობის მსურველი პირების მიერ შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

იმ პირებს, რომლებმაც 2023 წლის საგნის გამოცდაზე რეგისტრაციისას შეცდომით გადაიხადეს პროფესიული უნარების გამოცდაში მონაწილეობის საფასური, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ 26 თებერვლიდან 26 მარტის 18:00 საათამდე. 

იხილეთ განაცხადის ფორმა (განაცხადის შევსებისას იმ ველების შევსება, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ გაქვთ (მაგ.: საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის კოდი), სავალდებულო არ არის).

გაითვალისწინეთ,  რომ განცხადებას უნდა დაერთოს:

  • გამოსაცდელის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენელობაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და განცხადებაში შეავსოს, როგორც დაინტერესებული პირის, ისე წარმომადგენლობის გრაფა, განცხადების ფორმას ასევე უნდა დაურთოს თავისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება, აგრეთვე ანგარიშის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 
განცხადება უნდა წარმოადგინოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) გამოყენებით. 

გაითვალისწინეთ, რომ თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...