დაბა სტეფანწმინდის N1 სკოლის მოსწავლის სპორტული წარმატება - დავით ფიცხელაური დინამო თბილისის რეგიონული ნაკრების ფეხბურთელია
27-02-2025

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

სკოლის მოსწავლე დავით ფიცხელაური დინამო თბილისის რეგიონული ნაკრების ფეხბურთელია.

აღსანიშნავია, რომ რეგიონულ შეჯიბრში, 830 ბავშვი მონაწილეობდა. ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრის ფეხბურთის წრის მოსწავლე დავით ფიცხელაური კი რჩეულ თვრამეტს შორისაა. 

დავით ფიცხელაური საწვრთნელ შეკრებას, 3-8 მარტს, თბილისის დინამოს აკადემიის ბაზაზე გაივლის. 13-დან 16 მარტამდე კი - ვილნიუსში, საერთაშორისო ევროპულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ჩვენი სკოლის მოსწავლეს - დავით ფიცხელაურს, ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ასეთი შემართებით გაეგრძელებინოს გზა დასახულ მიზნამდე მისასვლელად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...