ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში პირველ მასწავლებელთან გამოსამშვიდობებელი საღამო ჩატარდა
20-06-2018
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში IV ა და ბ კლასებში პირველ მასწავლებელთან გამოსამშვიდობებელი საღამო ჩატარდა.
მოსწავლეებმა მსმენელის თვალწინ ოთხი წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა საინტერესოდ წარმოადგინეს.
თემატიკა მრავალფეროვანი იყო: სიყვარული, მეგობრობა, პატრიოტიზმი... საინტერესო, მხიარული სკეტჩები და მათზე მორგებული როლები, ლექსები, სიმღერები და ხალხური ცეკვები ერთმანეთს ცვლიდნენ.
მოსწავლეებმა მაყურებლის ოვაციები და საუკეთესო შეფასებები დაიმსახურეს. თუმცა მხიარულებას სევდაც მოჰყვა. პატარები და აღმზრდელი მასწავლებლები აცრემლებული თვალებით დაემშვიდობენ ერთმანეთს.
მშობლებმა და მოსწავლეებმა ყველაზე საყვარელ და დედასავით თბილ პირველ მასწავლებლებს გაწეული შრომისა და ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს.
დაწყებითის მასწავლებლები ნატო თურმანიძე და დიდარი კონცელიძე გახლავთ. იხილეთ ფოტოები