სამტრედიის ჭოგნარის საჯარო სკოლაში მეცხრე კლასელი ნინი ცინცაძე განსაკუთრებულად გააცილეს
20-06-2018
სამტრედიის ჭოგნარის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის ბოლო დღეს მეცხრე კლასელ მოსწავლეს, ნინი ცინცაძეს გაცილება მოუწყვეს.
„ბოლო ზარის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი კლასის ხელმძღვანელი ლელა ჩხაიძე იყო.
ნინი კლასში ერთადერთი მოსწავლე იყო. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ის სიყვარულითა და უდიდესი სითბოთი გააცილეს და სანიმუშო მოსწავლეს მომავლის გზები დაულოცეს...