აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია საინტერესო გასვლითი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას, ისე მათი თვალსაწიერის გაფართებას ემსახურება.
ახლახან, მოსწავლეები, პედაგოგ ირმა მალანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდნენ.
ბავშვებმა ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს კავკასიის ბიომრავალფეროვნების შესახებ, დაათვალიერეს გამოფენაზე წარმოდგენილი უნიკალური და უმდიდრესი კოლექციები. ასევე ნახეს მუზეუმის ფონდში დაცული მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები.
მოსწავლეებისთვის მუზეუმში სტუმრობა მეტად შემეცნებითი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ბავშვები მუზეუმდან ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: