წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის მოსწავლეთა ინტერესები უპირატესია, ამიტომ ცდილობენ ბავშვებს შეუქმნან ისეთი გარემო სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ და ნიჭისა და უნარების წამოჩენა-რეალიზებას შეძლებენ.
ამჟამად, სკოლაში ეწყობა სტუდია, სადაც მოსწავლეები საკუთარ შემოქმედებას შეასხამენ ფრთას.
„მოსწავლე მცენარის ორგანოიდებს ხატავდა და ამისთვის მეორად ნივთებს იყენებდა. დასვენების დროს, მათთვის საყვარელ ოთახში, მან კომფორტულად დაიკავა ადგილი იატაკზე, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები ბუნებრივად იღებენ საჭირო ნივთებს და თავად ქმნიან რესურსებს მეორადი მასალებისგან. ეს გვაფიქრებინებს, რომ გაკვეთილზე მხოლოდ სკამისა და მაგიდის გამოყენება მოძველებული მიდგომაა. სწორედ ამიტომ, ამ სივრცეს სტუდიისთვის ვამზადებთ – ადგილს, სადაც მოსწავლეები თავისუფლად იმუშავებენ და შექმნიან. მალე, სტუდიაში სტუმრებსაც მივიღებთ, რათა მათაც გაუზიარონ ჩვენი ინოვაციური გარემო და შემოქმედებითი პროცესი“,- გვიყვებიან სკოლაში.