ახმეტის N3 სკოლამ ილია ჭავჭავაძის 187 წლისთავისადმი მიძღვილი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის, ახმეტის მერისგან მადლობის სიგელი მიიღო
04-03-2025

ახმეტის N3 სკოლა მოსწაველეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. იმართება არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას ისე, მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია, შთამბეჭდავი ღონიძიება, რომელიც ილია ჭავჭავაძის 187 წლისთავს მიეძღვნა. 

ღონისძიების ორაგნიზებისთვის სკოლა მადლობის სიგელითაც დაჯილდოვდა. სიგელი სკოლამ ახმეტის მერისგან - ალექსი ფიცხელაურისგან მიიღო. სკოლას ასევე გადაეცა სპეციალური საჩუქარი, რომელსაც ღონისძიებების დროს გამოიყენებენ. 

სკოლის დირექტორი ეკატერინე ბოდაველი მადლობას უხდის მერსა და მის მოადგილეს დაფასებისა და პატივისცემისთვის. 

დიდი მადლობა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს -ალექსი ფიცხელაურს და მის მოადგილეს -ზურა ფილაშვილს, ჩვენი სკოლის დაფასებისა და გულუხვი საჩუქრისთვის ეს ჩვენი კოლექტივისთვისა და მოსწავლეებისთვის დიდი მოტივაციაა“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...