სულდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
05-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში. 

პედაგოგები ახალისებენ მათ ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. 

მათ შორის, მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ გაზაფხულის და შემოდგომის სეზონის თამაშებს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოწაფეებმა წარმატებით იასპარეზეს და ყველა ასაკობრივი ჯგუფში გაიმარჯვეს. 

წარმატებული მოსწავლეები სერტიფიკატებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...