ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ხალისითა და დიდი ინტერესით ეუფლებიან.
მასწავლებელი მაკა მეტრეველი მათ ხარისხიან ცოდნას სთავაზობს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. ბავშვებმა შესაძლებლობები მაშტაბურ კონკურსზე წარმოაჩინეს.
22 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს რეგიონის ვიზუალური პროგრამირების ოლიმპიადა HOUR OF CODE 2024 - ის ფინალურ რაუნდს, რომელშიც მონაწილეობდა პირველ და მეორე ტურში გამარჯვებული 267 მოსწავლე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან.
კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის - მაკა მეტრეველის მოსწავლეებმა ღონისძიებაში წარმატებით იასპარეზეს. მათმა უმრავლესობამ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა:
წარმატებული მოსწავლეები არიან:
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლიდან:
VIII კლასი:
VI კლასი:
V კლასი:
IV კლასი:
კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლიდან:
IV კლასი;
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობის საჯარო სკოლიდან:
III კლასი:
პედაგოგს ახარებს მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს.
„დიდი მადლობა მოსწავლეებს, რომლებმაც მართლაც დაუღალავად იშრომეს ამ გამარჯვებისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: