გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშს თამაშობენ
20-06-2018
გელათის საჯარო სკოლაში შემეცნებითი გაკვეთილების პროექტის ფარგლებში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
თამაშში მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სულ 5 გუნდი თამაშობდა.
სკოლის აღსაზრდელებმა ლიტერატურიდან, საქართველოს ისტორიიდან, სპორტიდან და ტრადიციების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ინტელექტუალური თამაშები სკოლაში პერიოდულად ტარდება და მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება. რეიტინგული ქულების მიხედვით ფინალში 3 გუნდი გადავა. ფინალი კი დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.
გამარჯვებული გუნდი დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება. იხილეთ ფოტოები