ბეშთაშენის საჯარო სკოლა პროექტის „შენი პროფესიული მეგზურის“ ფარგლებში მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში დაეხმარება
05-03-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები განსაკუთრებულად ზრუნავენ მოსწავლეებზე და დიდ ყურადღებას აქცევენ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მისწრაფებებს. 

„სკოლის მიზანია, მოსწავლეებს დაეხმაროს პროფესიის არჩევაში და იმის გაგებაში თუ რისი კეთება სურთ მათ, სწორედ ამ მიზნით წამოიწყო ძალიან საინტერესო პროექტი „შენი პროფესიული მეგზური“, რომლის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას გვაწვდიან. 

„პროფესიის არჩევა და კარიერის დაგეგმვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს კი ვიცით, თუმცა ხშირად არასაკმარისი ინფორმაციის გამო გვიჭირს არჩევანის გაკეთება და ჩვენთვის სასურველი პროფესიის არჩევა.

პროფესიების გაცნობისა და მერე უკეთესად არჩევის მიზნით, ბეშთაშენის სკოლა აკეთებს პროექტს „შენი პროფესიული მეგზური". რომლის ფარგლებში მოსწავლეებს ვახვედრებთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან როგორც ონლაინ ასევე პირისპირ ფორმატში.

ჩვენი პირველი შეხვედრა კი იყო მეზღვაურთან, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

ეტაპობრივად შევხვდებით სხვა პროფესიის ადამიანებსაც, მოსწავლეების სურვილებიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...