იორმუღანლოს საჯარო სკოლის მასწავლებლები ისტ-ის ტრენინგებს ესწრებიან
20-06-2018
იორმუღანლოს საჯარო სკოლის მასწავლებლები ტრენინგს, სახელწოდებით -„ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო  პროცესში“- საგარეჯოში ესწრებიან.

ტრენინგის მიზანია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას  ხელს შეუწყობს.   

ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები ეცნობიან  და სწავლობენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების ფორმები და მნიშვნელობა; მასწავლებლის კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში; სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები; სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები (გაკვეთილი, თემატური; ერთეული, თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი); გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება და გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC).  

ტრენინგის ხანგრძლივობა 32 საკონტაქტო საათია. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს  სერტიფიკატები გადაეცემათ და  კრედიტქულა მიენიჭებათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203