მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში, მასწავლებლის მზევინარ საგინაძის ხელმძღვანელობით მე-3ა კლასმა დედიკოებს ლექსებითა და სიმღერებით გაულამაზეს და მიულოცეს დედის დღე.
„დედა - ეს არის ჩვენი ცხოვრების უდიდესი საყრდენი, ადამიანი, ვინც ყოველ ნაბიჯზე გვიდგას მხარში, გვიყვარს და გვივლის.
დღეს, ამ განსაკუთრებულ დღეს, გვინდა ვუთხრათ ჩვენს დედებს, თუ როგორ გვიყვარხართ და გიფასებთ ყველაფერს, რაც ჩვენთვის გაგიკეთებიათ.
ჩვენი პატარა გულებიდან დიდი მადლობა!
დედებო, თქვენ ჩვენი სიხარული ხართ, ჩვენი შუქი და სითბო!
ამ სიტყვებით, გისურვებთ ბედნიერ დედის დღეს და დიდ სიყვარულს“, - ასეთი სიტყვით მიმართეთ მოსწავლეებმა დედებს.
იხილეთ ფოტოები: