„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები ნიუ-იორკში, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრნენ
05-03-2025

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები, საქართველოს სახელით, საერთაშორისო ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ და ცდონას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენენ. 

ამჯერად, ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლები გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებიან. 

ნიუ-იორკში, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე სკოლების 35- წევრიანი დელეგაცია გაემგზავრა.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები ჩაერთვებიან ცოცხალ დიპლომატიურ პროცესში, მონაწილეობას მიიღებენ დებატებსა და მოლაპარაკებებში, რეზოლუციების შემუშავებასა და წარდგენაში. დაგეგმილია შეხვედრები გაეროს დიპლომატებთან, პოლიტიკურ და ბიზნეს წრეების ლიდერებთან.

კონფერენცია, ასევე, მოიცავს:

გახსნის და დახურვის ოფიციალურ ღონისძიებებს გაეროს შტაბ-ბინაში;

საკომიტეტო მოსმენებს, დებატებს, მოლაპარაკებებს და რეზოლუციების შემუშავების პროცესს;

დისკუსიებს მთავარ საერთაშორისო გამოწვევებზე;

წვეულებას და ნეთვორქინგს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან.

კონფერენციის პარალელურად, სპეციალურად ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მოსწავლეებისთვის, პროგრამა ნიუ-იორკის და ვაშინგტონის ღირსშესანიშნაობების ტურებსაც ითვალისწინებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...