არბოშიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის ინგლისურენოვანი გაზეთი შექმნეს და დედების ამაგს ხოტბა შეასხეს
05-03-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც გაზაფხულის პირველი დღესასწაული - დედის დღე ყოფილა.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა, დედის დღესთან დაკავშირებით, შექმნეს კედლის გაზეთი, რომელზეც დაწერეს ცნობილი ადამიანების სიტყვები დედაზე.

ბავშვებმა ასევე დაამზადეს მისალოცი ბარათები. აქტივობას შემოქმედებითთან ერთად სასწავლო-შემეცნებითი სახეც ჰქონდა, ბავშვებმა მოიძიეს და ისწავლეს უამრავი ზედსართავი სახელი, რომლებიც ახასიათებს დედას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...