დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა სასწავლო მიღწევებსა და მოტივაციაზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი მედალოსანი მოსწავლე ჰყავს.
ახლახან, სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი მედლებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში ახალგაზრდების წარმატება ახარებთ და მათ წარმატებასა და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული მოსწავლეები ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებენ საზოგადოებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: