ზღუდერის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი პირველი MMA-ში ევროპის ჩემპიონია
06-03-2025

ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილია, ჯანსაღი ცხოვრების წესი წახალისებული, მოზარდების მიღწევები კი საამაყო. 

ამჟამად, სკოლაში გიორგი პირველის ბრწყინვალე სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

მოსწავლე შერეულ საბრძოლო ხელოვნება MMA-ში ევროპის ჩემპიონი გახდა. გიორგიმ 56,7 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 18 წლამდელებს შორის იასპარეზა ბრწყინვალედ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...