მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიატლონში, სამოყვარულო შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს
06-03-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ, პედაგოგები კი მათ ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში მხარს უჭერენ და ახალისებენ. 

ქვემო სვანეთში, „კურორტ მუაშში“, (ლენტეხში) ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და კურორტების განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, გაიმართა სამოყვარულო შეჯიბრი ბიატლონში - „ბიატლონ სვანეთი 2025“ .

შეჯიბრში მონაწილეობა მიღეს მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა:

  1. ქრისტინე რატიანმა;
  2. ნიკოლოზ ონიანმა;
  3. ნანუკა ონიანმა;
  4. გიორგი ავალიანმა.

მოსწავლეებმა შეჯიბრში წარმატებით ისაპარეზეს და დამსახურებული მოწინავე ადგილებიც მოიპოვეს. 

ასაკობრივ ჯგუფში ნიკოლოზ ონიანმა მოიპოვა პირველი ადგილი და ოქროს მედალი, თავის ასაკობრივ კატეგორიაში ასევე პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი დაიმსახურა გიორგი ავალიანმა, ნანუკა ონიანმა კი თავის ასაკობრივში მოიპოვა მეორე ადგილი. 

სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიისგან გამარჯვებულებს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის მისაწვევი და სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის“ ორდღიანი ვაუჩერი გადაეცათ.

მელეს საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეები გამარჯვებას და მრავალ წარმატებებს უსურვებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მელეს საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული როგორც საგანმანათლებლო და ასევე სპორტულ პროექტებში, მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...