ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებს. მოზარდების შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი ნიჭის წარმოჩენა-განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლის - კარინე ტონოიანის პოეზიის საღამო გაიმართა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კარინე უკვე ორ წელზე მეტია, რაც ლექსებს, მოთხრობებსა და ჩანახატებს წერს.
მისი შემოქმედება მრავალფეროვანი და საინტერესოა, მოიცავს პატრიოტულ, მეგობრულ და სხვადასხვა თემაზე დაწერილ ლექსებსა და ჩანახატებს. წერს როგორც სომხურ, ასევე ქართულ ენაზე.
მოსწავლის პოეზიის საღამო ქართული ენის კაბინეტში მოეწყო.
პედაგოგებისა და თანასკოლელების წინაშე მოსწავლეებმა წაიკითხეს კარინე ტონოიანის ლექსები, მასწავლებელმა შეაფასეს მის შემოქმედება და წარმატება უსურვეს შემოქმედ მოსწავლეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კარინეს პოეზიამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ალათუმანის საჯარო სკოლაში სწავლა მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გარემოში მიმდინარეობს“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: