3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, რომლის დაწესებაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება და ეს ლამაზი ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში 1991 წლიდან დამკვიდრდა.
„დედის დღეს“ საქართველოს საჯარო სკოლები შთამბეჭდავი ღონისძიებებით აღნიშნავენ და მათ შორის არც ცაგერის მუნიციპალიტეტის, ჩქუმის საჯარო სკოლაა გამონაკლისი.
მოსწავლეებმა, პედაგოგებისა და დირექციის მხარდაჭერით, სპეციალურად ამ დღისთვის, საკლასო ოთახი მორთეს და მრავალფეროვანი აქტივობები წარმოადგინეს: შეასრულეს თემატური სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და ასე მოეფერნენ თავისი ცხოვრების ყველაზე ძვირფას ადამიანებს.
ღონისძიებამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებზე - ამ დღეს ნათქვამ თითოეულ სიტყვაში იგრძნობოდა უსაზღვრო სიყვარული.