ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში დედის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
06-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში და თემატურ ღონისძიებებსაც სთავაზობენ მოსწავლე-მასწავლებლებს.

ამჯერად, ბარალეთის N1 საჯარო სკოლა დედის დღის აღნიშვნის ტრადიციას შეუერთდა და მრავალფეროვანი აქტივობების დამსახურებით, კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა სკოლის ისტორიაში.

ბავშვებმა, ქართული ენის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს დედის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, სიმღერები, ცეკვები და მინი-სპექტაკლი „ჭიამაიას თავგადასავალი“.

„დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მასწავლებლებში, ისე მშობლებსა და მოსწავლეებში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დედის დღე საქართველოში 3 მარტს აღინიშნება და მისი დაწესება საქართველოს პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...