„მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად“ - ლადო ასათიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ცხუმარის საჯარო სკოლაში
06-03-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართველ მწერალთა შემოქმედებას განსაკუთრებული შემართებით ეცნობიან. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა გვარმიანი მოსწავლეებს მეტად საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობს და სასწავლო პროცესს საინტერესო ღონისძიებებითა და პროექტებით უმრავალფეროვნებს. 

ახლახან, მასწავლებელმა - თეა გვარმიანიმა ჩაატარა ლადო ასათიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად“. 

ღონისძიება საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიურობითა და მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

მოსწავლეებმა პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს და მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...