სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება
14-03-2025

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში იწყებს სკოლების შერჩევას STEAM მიმართულებით საკლუბო სამუშაოების განსახორციელებლად.

სკოლების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

• სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურზე უნდა ჰყავდეს მინიმუმ 30 მოსწავლე;
• სკოლას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს კლუბისთვის გამოყოს მინიმუმ 20 მ2 ფართობის სამუშაო ოთახი;
• სკოლას უნდა ჰქონდეს კლუბის ინტერნეტით უზრუნველყოფის შესაძლებლობა;
• პრიორიტეტი მიენიჭება სკოლას, რომელიც საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფს საკლუბო მუშაობისთვის გამოყოფილი სივრცის აღჭურვას მაგიდებით და სკამებით, კომპიუტერით, პროექტორით, პროექტორის ეკრანით;
• პრიორიტეტი მიენიჭება სკოლას, რომელიც ჩართულია eTwinning-ის პროგრამაში და ჰყავს პედაგოგები, რომელთაც მიღებული აქვთ ეროვნული და ევროპული ხარისხის ნიშანი.
• სკოლას უნდა ჰყავდეს მოტივირებულ მასწავლებელთა გუნდი (ინგლისური ენის, ICT და საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგები), რომლებიც უხელმძღვანელებენ კლუბს;
• სკოლამ უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი;

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის eTwinning-ის პროგრამისა და „STEAM სკოლაში“ ქვეპროგრამის თანამშრომლები შეარჩევენ 15 სკოლას. განაცხადის წარდგენა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს 15 მარტამდე შეეძლებათ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...