ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში დედის დღეს ვიქტორინა მიეძღვნა
07-03-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა დედის დღე მეტად საინტერესეოდ აღნიშნეს. 

დაწყებითი კლასების პედაგოგმა - თამილა ჭაჭუამ, მე-3 კლასში დედის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა ჩაატარა, რომლის მიზანი იყო დაშიფრული სიტყვების და ფრაზის გამოცნობა.

მოსწავლეებმა თემატური სიტყვები და ფრაზები წარმატებით ამოიცნეს. 

ვიქტორინა საინტერესო და სახალისო იყო, მოსწავლეები წყვილებში მუშაობდნენ და ერთმანეთის აზრს იზიარებდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები არა მხოლოდ მოსწავლეთა ცოდნის, არამედ ნიჭისა და შეაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...