ბეკამის საჯარო სკოლაში ქალთა დღეს ლიტერატურულ-შემოქმედებითი ღონისძიება მიეძღვნა 
07-03-2025

ხვალ, ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. ამ ლამაზ დღესასწაულს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლაში მიეძღვნა ლიტერატურულ-შემოქმედებითი ღონისძიება სახელწოდებით - „ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი“. 

მოსწავლეებმა მხატვრულად წარმოთქვეს ლექსები, წარმოადგინეს სპექტაკლი - „დედაშვილობა“ ( ნაწარმოებიდან - „ოთარაანთ ქვრივი“,), ასევე ინტერვიუ კინო-ფილმიდან - „მზე შემოდგომისა“.

ქალთა დღესთან დაკავშირებით, ასევე მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი - „8 მარტი და გაზაფხული ერთად მომილოცნია“, შექმნეს მისალოცი ბარათები - „გაზაფხული შემოსულა ლენ...“

ღონისძიების ხელმძღვანელობდნენ და ბავშვებს მხარში ედგნენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი თამარ ქუშაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: ეთერი ქურდაძე, თინა კიკაძე, ირმა ქურდაძე, მუსიკის პედაგოგი მაია ნიკოლაიშვილი, ისტ-ს პედაგოგი. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ და ყველაზე საყვარელ ადამიანებს - დედებსა და პედაგოგებს დღესასწაული მიულოცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...