აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებასა და მოსწავლეთა პატიორტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე.
სკოლაში, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გაიმართა კვირეული სახელწოდებით - „დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“.
სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს, კვირეულის ფარგლებში ისტორიის მასწავლებლებმა - მაყვალა მეფორიამ და ეშა თაკალანძემ მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ქართველ იუნკრებზე, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებზე.
მოსწავლეებმა მოიძიეს ფოტომასალები, შექმნეს პოსტერები, წაიკითხეს ოკუპაციის თემაზე შექმნილი ლექსები, ასევე, სკოლის დერეფანში გააკრეს კედლის გაზეთები, პლაკატები.
„მადლობა კვირეულის ფარგლებში ჩართულ ყველა მოსწავლეებს და მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მასწავლებელთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: