კერძო სკოლა „რუსთველში” მოსწავლეების ზოგადი ცოდნა შეამოწმეს
20-06-2018
რუსთავის კერძო სკოლა „რუსთველში” პროექტი THE BEST განხორციელდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეების ზოგადი ცოდნა შემოწმდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, რელიგიასა და ისტორიაში.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები - I ადგილი - ნინო ბიწაძეს ერგო. II ადგილზე კი - ქეთი გიგაური გავიდა.